Monday, August 23, 2010

ჰენრი ჰიერაპი
    დანიელი მხატვარი ჰენრი ჰიერაპი (დაიბადა 1907 წელს) უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი ინტერესითა და პატივისცემით ეპყრობოდა. მას ბავშვობიდან ასწვლიდნენ, რომ ყველაფრის ხელმეორედ გამოყენება შეიძლებოდა. ჰენრის დედა ღარიბი ქალი იყო და მათ ოჯახს ყველაფერზე ეკონომიის გაწევა უხდებოდა, მათ შორის ქაღალდზეც და ამის გამო ჰენრი უკვე გამოყენებულ კონვერტების მეორე მხარეზე ხატავდა.
როდესაც ის გაიზარდა ეკონომიის ჩვევა საშუალებას არ აძლევდა რაიმე გადაეგდო. მას ნივთებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, მათ შორის სხვის მიერ გადაგდებულ ნივთებთანაც. მას სახლში მოჰქონდა და ინახავდა ყოველივეს, რასაც პოულობდა. ,,ყველა ამ ნივთს თავისი ცხოვრება და სული აქვს” – ამბობდა ის.
     ნივთების აწმყო – რატომ აგდებენ ნივთებს? ნივთების წარსული – რისთვის იყენებდნენ ამ ნივთებს? რისგან არიან ისინი დამზადებული? ნივთების მომავალი – რა დაემართებათ მათ? რა შეიძლება მათგან გავაკეთოდ?
     ერთჯერადი პარკებს, ბოთლებს, მოერედ აღარ იყენებენ. მოიტანენ მაღაზიიდან შეფუთულ პროდუქტს, მინერალურ წყალს, ხოლო შემდეგ ერთჯერად პარკებს და გამოყენებულ ბოთლებს აგდებენ. ერთჯერადი პარკები დამზადებულია პოლიეთილენისაგან. ასევე პოლიეთილენისაგანაა დამზადე-ბული ერთჯერადი ბოთლები, თუმცა ბოთლებში გამოყენებული პოლიეთილენი უფრო მაღალი ხარისხისაა და უფრო სქელი. პოლიეთილენი კარგი შესაფუთი მასალაა და ის გამოყენებულია კვების მრეწველობაში, სასაწყობო მეურნეობებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში და ა.შ. როდესაც პოლიეთილენის პარკებს და ბოთლებს გადაჰყრიან ისინი შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ სანაგვეზე, ეყაროს ქუჩებში და სკვერებში. შეიძლება ისინი დაწვან. ყველა შემთხვევაში ისინი ზიანს აყენებენ გარემოს.
ამ ნივთებისგან შეიძლება დამზადდეს ლამაზი თოჯინები, ნიღბები, ოღონდ მათ წინასწარ გასუფთავება ესაჭიროებათ.
 სტატიის ავტორი: გურამ გუმბერიძე 13 წლის. SOS ბავშვთა სოფელი „ქუთაისი“